ინტერვიუ ემბიოლოგთან

baby

კითხვებს პასუხობს IVF Georgia-ს ემბრიოლოგი – ნინო ჩადუნელი

1. რა არის ემბრიოლოგია? აღგვიწერეთ პროცესი

ეს არის ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულება რომელიც სწავლობს ემბრიონებს და მათ განვთარებას. პროცესი მოიცავს სასქესო უჯრედების ფორმირებას, მომწიფებას, განაყოფიერებას, ემბრიონების განვითარებას, სელექციას, იმპლანტაციას საშვილოსოში, ფეტუსის განვითარებას მის დაბადებამდე.

2. ინ-ვიტრო განაყოფიერებაში რა როლს თამაშობს ემბრიოლოგი და რა პროცედურების გავლა უწევს სასურველი შედეგის მისაღწევად?

ემბრიოლოგი არის ფერტილობის პროფესიონალი, რომელიც დაკავებულია უნაყოფობის მკურნალობით და სამეცნიერო რეპროდუქციული კვლევებით.

რაც შეეხება პროცედურებს, თავდაპირველი ეტაპია პაციენტის იდენტიფიცირება, საკვერცხიდან ამოღებული კვერცხუჯრედების შეგროვება და მათი მომზადება ხელოვნური განაყოფიერებისთვის. კვერცხუჯრედების შეგროვების პროცედურა ტარდება ანესთეზიის ქვეშ ექიმი რეპორდუქტოლოგის მიერ და მიმდინარეობს ნემსის შეყვანით საშოს კედლიდან საკვერცხეებში. ვაგინალური ექოსკოპია გამოიყენება ფოლიკულების მდებარეობის სანახავად, ფოლიკულური სითხის ამოღება ხდება ვაკუუმით. როგორც წესი, ეს პროცედურა გრძელდება 15-20 წუთი. პაციენტი მიდის სახლში პროცედურიდან საათნახევრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მოხდება კვერცხუჯრედების შეგროვე, ხდება მათი მყისიერი გადატანა ლაბორატორიაში იდენტიფიცირების, შეფასებისა და ხელოვნური განაყოფიერებისთვის მოსამზადებლად.

სპერმის შეგროვება ხდება კლინიკაში, მამაკაცისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან მისი მოტანა ხდება სახლიდან სპერმის შეგროვებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული სპერმა მუშავდება ლაბორატორიაში და მზადდება განაყოფიერების პროცედურისთვის. კვერცხუჯრედების განაყოფიერება ხდება პეტრის ფინჯანზე ინ ვიტრო ინსემინაციით ან მიკროსკოპის ქვეშ ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის მეთოდით. განაყოფიერებული კვერცხჯრედების სელექცია ხდება მეორე დღეს, განაყოფიერების პროცედურიდან 16-20 საათისთვის. ემბრიონების განვითარების მონიტორინგი და შეფასება ხდება მომდევნო დღეების განმავლობაში. საუკეთესო ემბრიონები გადაიტანება საშვილოსნოში და დარჩენილი კარგი ხარისხის ემბრიონების გაყინვა და შენახვა ხდება თხევად აზოტში -196C-ზე, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით. ემბრიოლოგს ყველა ეტაპზე აქვს კომუნიკაცია პაციენტებთან და ექიმ-რეპორდუქტოლოგთან, მათთან ერთად ხდება კონკრეტული რაოდენობის და ხარისხის ემბრიონების შერჩევა საშვილოსნოში გადასატანად.

4. რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?

მთავარია ამ საქმის სიყვარული, ყურადღება, მობილიზაცია, პასუხისმგებლობა, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა და კონკრეტულად მასზე მორგებული მომსახურების შეთავაზება მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

5. რა უნდა გაითვალისწინოს თქვენთან მოსულმა პაციენტმა?

უპირველეს ყოფლისა, მოიხსნას ფსიქოლოგიური სტრესი, რაც ძალიან დაეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში. წარმოადგინოს ყველა არსებული ანალიზი, რაც უკვე აქვს. სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე შევურჩევთ მისთვის შესაფერის და მასზე მორგებულ მომსახურებას.

ასევე, პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენთან პირველი კონსულტაცია უფასოა

6. რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე განაყოფიერების პროცესში და როგორ ხდება მათი აღმოფხვრა?

არის შემთხვევები, როდესაც სპერმის აღება ვერ ხერხდება პაციენტის მიერ, ან მიღებულ სპერმაში არ არის მოძრავი სპერმატოზოიდები, ასეთ შემთხვევაში შესაძებელია ქირურგიული ჩარევით, ასპირაციით მოხდეს მოძრავი სპერმატოზოიდების ამოღება პირდაპირ სათესლედან. ოპერაცია მიმდინარეოს ანესთეზიის ქვეშ და გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი.