მამაკაცის უშვილობა

maleქალების მსგავსად, მამაკაცებშიც გვხვდება უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირად სპერმის დაბალი რაოდენობის ან სხვა სამედიცინო პრობლემის გამო. უნაყოფობის 1/3 შემთხვევებში პრობლემა მხოლოდ მამაკაცი პარტნიორითაა გამოწვეული. როგორც წესი, ეს სპერმის დეფიციტითა და მისი არასათანადო ხარისხითაა განპირობებული. სხვა მიზეზები მოიცავს:

  • ვარიკოცელე
  • რეტროგრადული ეაკულაცია
  • სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა
  • თესლის გამომტანი სადინარის არარსებობა
  • მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბლოკირება
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნე
  • გამომწვევი სამედიცინო პრობლემა და ა.შ.

დღესდღეობით მილიონობით მამაკაცს აწუხებს უშვილობის პრობლემა, მაგრამ საბედნიეროდ, პროგრესული ბიოლოგიური მეცნიერების დახმარებით შესაძლებელია უშვილო მამაკაცი გახდეს მამა. უნაყოფობის დიაგნოსტიკას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ამიტომ თუ პრობლემის გადაჭრის საშუალებას მალე ვერ მიიღებთ, ნუ დაკარგავთ იმედს. მამაკაცების უშვილობის დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • სპერმოგრამა, რომლის დროსაც სპერმის თითოეული პარამეტრის დეტალური გამოკვლევა ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სპერმა გამოკვლეულ იქნება რაოდენობის, სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარის, კონცენტრაციის და მორფოლოგიის მიხედვით.
  • სისხლის ანალიზი ჰორმონების დონისა ან მასთან დაკავშირებული პრობლემების დასადგენად

გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, ხელმისაწვდომია მამაკაცის უშვილობის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, როგორიცაა, ჰორმონალური მკურნალობა, მედიკამენტები და ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდია IVF (ინ-ვიტრო განაყოფიერება) და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია.