რა არის უშვილობა

infertility1 უშვილობა რეპროდუქციული სისტემის დაავადებაა, როცა ქალს ან მამაკაცს ან ორივეს არ შეუძლია ბავშვის ჩასახვა ერთი წლის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ.

ჩასახვა შეიძლება ადვილ პროცესად იქნას მიჩნეული, მაგრამ ხშირად ასე არაა. წყვილების დაახლოებით 10-15% მათი რეპროდუქციული ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბუნებრივი ჩასახვის პრობლემას აწყდება. წყვილების უმეტესობა ორსულობას იღებს მცდელობის პირველი წლის განმავლობაში, ზოგიერთ წყვილთან ჩასახვა მეორე წელს ხდება, ზოგს კი არ შეუძლია ჩასახვა და რეპროდუქტოლოგს მიმართავს დახმარებისთვის.

ექსპერტების აზრით, რეკომენდირებულია მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ ჩასახვა არ მომხდარა 12 თვის განმავლობაში. რაც უფრო ადრე მიმართავთ დახმარებას, მით უფრო მალე მიიღებთ დადებით შედეგს ხელმისაწვდომი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის საშუალებით. თუ უშვილო ბრძანდებით, ნუ დაკარგავთ იმედს, რადგან ხელმისაწვდომია რამდენიმე სამკურნალო მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ შვილის ყოლის ოცნების ახდენაში. რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით, ახალშობილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

უშვილობა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს: უშვილობის მიზეზების ერთი მესამედი შეიძლება მამაკაცის ფაქტორით იყოს გამოწვეული, ერთი მესამედი – ქალის ფაქტორით, ხოლო შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მიზეზი აუხსნელია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უშვილობას, მოიცავს შემდეგს:

ქალების შემთხვევაში:

  • ოვულაციის დარღვევა
  • გენეტიკური პრობლემები
  • მილების გამტარიანობის მოშლა ან გადაკეტვა
  • ენდომეტრიოზი
  • წინათ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა საკვერცხეზე ან საშვილოსნოს ყელზე
  • საშვილოსნოს ფიბრომები
  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება
  • ქიმიოთერაპია ან სხვა თერაპია, რომელმაც შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს

მამაკაცების შემთხვევაში:

  • სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა
  • სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა
  • ვარიკოცელე
  • გარკვეული ჰორმონალური პრობლემები
  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.

გარდა ამისა, ასაკის მატება უშვილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალებსა და მამაკაცებშიც, არასრულფასოვან კვებასთან, მოწევასთან, ალკოჰოლის მიღებასთან, ლუბრიკანტების გამოყენებასთან, ემოციურ სტრესთან, ზედმეტ და დაბალ წონასთან ერთად. უშვილობის შეფასების მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სკრინინგ-ტესტები, ისტორიისა და სამედიცინო შემოწმების, ჰისტეროსალპინგოგრამის, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევისა და სპერმოგრამის ჩათვლით და ამ სკრინინგ-ტესტების შედეგების საფუძველზე, გასცემს რეკომენდაციებს მკურნალობასთან დაკავშირებით.

მამაკაცის უშვილობა

ქალების მსგავსად, მამაკაცებშიც გვხვდება უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირად სპერმის დაბალი რაოდენობის ან სხვა სამედიცინო პრობლემის გამო. უნაყოფობის 1/3 შემთხვევებში პრობლემა მხოლოდ მამაკაცი პარტნიორითაა გამოწვეული. როგორც წესი, ეს სპერმის დეფიციტითა და მისი არასათანადო ხარისხითაა განპირობებული. სხვა მიზეზები მოიცავს:

  • ვარიკოცელე
  • რეტროგრადული ეაკულაცია
  • სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა
  • თესლის გამომტანი სადინარის არარსებობა
  • მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბლოკირება
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნე
  • გამომწვევი სამედიცინო პრობლემა და ა.შ.

დღესდღეობით მილიონობით მამაკაცს აწუხებს უშვილობის პრობლემა, მაგრამ საბედნიეროდ, პროგრესული ბიოლოგიური მეცნიერების დახმარებით შესაძლებელია უშვილო მამაკაცი გახდეს მამა. უნაყოფობის დიაგნოსტიკას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ამიტომ თუ პრობლემის გადაჭრის საშუალებას მალე ვერ მიიღებთ, ნუ დაკარგავთ იმედს. მამაკაცების უშვილობის დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • სპერმოგრამა, რომლის დროსაც სპერმის თითოეული პარამეტრის დეტალური გამოკვლევა ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სპერმა გამოკვლეულ იქნება რაოდენობის, სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარის, კონცენტრაციის და მორფოლოგიის მიხედვით.
  • სისხლის ანალიზი ჰორმონების დონისა ან მასთან დაკავშირებული პრობლემების დასადგენად

გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, ხელმისაწვდომია მამაკაცის უშვილობის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, როგორიცაა, ჰორმონალური მკურნალობა, მედიკამენტები და ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდია IVF (ინ-ვიტრო განაყოფიერება) და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია.

ქალის უშვილობა

ქალის უუნარობა, მიიღოს ორსულობა ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ, გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო, ქალის უშვილობის სახელითაა ცნობილი. მართალია, მკურნალობის მეთოდები ხელმისაწვდომია, ქალმაც და მისმა პარტნიორმა მამაკაცმაც უნდა გამოიკვლიონ მათი ფერტილობა. სათანადო მკურნალობისთვის ჩასატარებელია რამდენიმე ანალიზი, მათ შორის, სისხლის ანალიზები ჰორმონების დონეების ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესამოწმებლად, დიაგნოსტიკური ტესტები, როგორიცაა, ლაპაროსკოპია და ჰისტეროსალპინგოგრაფია ნაწიბუროვანი ქსოვილისა და მილების გაუმტარობის გამოსავლენად, ჰისტეროსკოპია, ენდომეტრიუმის ბიოფსია, ულტრასონოგრაფია ფოლიკულების ზრდის შესამოწმებლად და საკვერცხეების მონიტორინგისთვის.

ქალის უშვილობის მიზეზები

ქალის უშვილობა შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მათ შორის:

  • ფალოპის მილების პათოლოგია – მილების გამტარიანობის მოშლა ან გადაკეტვა: ფალოპის მილები, რომლებიც კვერცხუჯერედებს ატარებენ საკვერცხეებიდან საშვილოსნომდე, შეიძლება გადაკეტილ ან დაზიანებულ იქნას, რაც ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის კონტაქტს. გარდა ამისა, ენდომეტრიოზმა, მენჯის ღრუს ინფექციებმა და ქირურგიულმა ჩარევებმა შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილების დაზიანება.
  • აუხსნელი უნაყოფობა (იდიოპათიური)
  • ენდომეტრიოზი
  • საშვილოსნოს ყელის ფაქტორი – საშვილოსნოს ყელის მდგომარეობამ, როცა სპერმა ვერ აღწევს ცერვიკალურ არხში, შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს
  • ჰორმონალური დარღვევები – ანოვულატორული ციკლი, ოვულაციის დარღვევები
  • ასაკი: ქალის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს კვერცხუჯრედების ხარისხი
  • სხვა მიზეზები: საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება, საშვილოსნოს ფაქტორები, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, სხივური თერაპია, როგორიცაა, ქიმიოთერაპია და ანატომიური ანომალიები წარმოადგენს სხვა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქალის უშვილობაზე.

ქალის უშვილობის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, და მოიცავს შემდეგს სახეებს:

  • ფერტილობის წამლები ოვულაციის სტიმულირებისთვის
  • ფოლიკულის მონიტორინგი
  • სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია
  • ინ-ვიტრო განაყოფიერება ან IVF- ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) ან საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, გაყინული ემბრიონების გადატანა
  • კვერცხუჯრედის დონაცია
  • სუროგაცია