სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

iui-1 უშვილობის მკურნალობის შედარებით მარტივი პროცედურა, სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, მოიცავს პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს სწრაფად მოძრავი სპერმატოზოიდების განცალკევებას უფრო სუსტი მოძრავი ან უმოძრაო სპერმატოზოიდებისგან. ამ პროცედურაში, მცირე ზომის კათეტერის საშუალებით, სპეციალურად გაწმენდილი სპერმა პირდაპირ საშვილოსნოში თავსდება.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ასევე ცნობილია ხელოვნური ინსემინაციის სახელით და შეიძლება პირველად გამოყენებულ იქნას ფერტილობის წამლებზე მეტად უშვილობის სამკურნალო საშუალებების მეთოდების განხილვისას. ეს პროცესი უფრო მარტივი განსახორციელებელია, ვიდრე ინ-ვიტრო განაყოფიერება ან სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და გაცილებით იაფი ჯდება.

მკურნალობის ეს მეთოდი უმეტესწილად გამოიყენება მამაკაცის უშვილობის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცა ან დონორის სპერმის გამოყენების შემთხვევაში. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როცა წყვილებს სურთ ინ-ვიტრო განაყოფიერების მაღალი ღირებულების თავიდან აცილება, მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ინ-ვიტრო განაყოფიერება, მათ შეუძლიათ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მეტი ცდა განახორციელონ.

მკურნალობის პროცესში ექიმები იყენებენ კლომიფენ ციტრატს (ოვულაციის მასტიმულირებელი პრეპარატი) წარმატების შანსების გასაზრდელად. მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციის პიკის დადგენისთანავე (ჰორმონის უმაღლესი დონე უშუალოდ ოვულაციამდე, რომლის დადგენა ხდება ოვულაციის ტესტებით), პარალელურად, თქვენმა პარტნიორმა მამაკაცმა უნდა ჩააბაროს სპერმის ნიმუში, რომელიც იწმინდება და შეგროვებული სპერმა წვრილი პატარა ზომის კათეტერით შეჰყავთ პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ყელიდან.

როგორც წესი, ეს უმტკივნეულო პროცედურააა, თუმცა შესაძლოა მცირე სპაზმებს ჰქონდეს ადგილი.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის შესახებ და მისი წარმატების შანსებისა და რისკების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.