კანონი სუროგაციის შესახებ

surrogacy-law სუროგაცია წარმოადგენს რეპროდუქციულ პროცედურას მესამე პირის ჩართულობით და რიგ სამართლებრივ საკითხებს მოიცავს. მესამე მხარის მონაწილეობით რეპროდუქციასთან დაკავშირებული კანონები შეიძლება განსხვავდებოდეს სახელმწიფოების მიხედვით, თუმცა ზოგ სახელმწიფოს ასეთი კანონები საერთოდ არ გააჩნია.
არსებითად, სუროგაცია ფასიანი შეთანხმებაა, როცა ქალი ატარებს ბავშვს, ჩასახულს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის საშუალებით, როგორიცაა ინ-ვიტრო განაყოფიერება, სხვა ქალის ან წყვილის (პოტენციური მშობლები) დასახმარებლად.
საქართველოში გესტაციური სუროგაცია (კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორობასთან ერთად) ნებადართულია 1992 წლიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დონორს ან სუროგატს იურიდიულად არ გააჩნია მშობლის უფლებები ბავშვზე მისი დაბადების შემდეგ. თუმცა საქართველოში სუროგაციის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დასარეგულირებელია და არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული კანონები.
რეპროდუქციის სკანდინავიურ ცენტრში ჩვენ ხელს შეგიწყობთ მთელი პროცესის განმავლობაში და ვალდებულებას ვიღებთ, ეს პროცესი კომფორტული და შეუფერხებელი გავხადოთ მკურნალობისა და სამართლებრივი საკითხების თვალსაზრისით.