ინ-ვიტრო განაყოფიერება

ivf-icsi
ინ-ვიტრო განაყოფიერება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის დროსაც სპერმატოზოიდებით კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ემბრიოლოგის მიერ ლაბორატორიის ფარგლებში.
არსებობს ინ-ვიტრო განაყოფიერების ორი ტექნოლოგია: სტანდარტული ინ-ვიტრო განაყოფიერება და ICSI (სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია). სტანდარტული IVF მეთოდის დროს ხდება კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების ერთ სინჯარაში მოთავსება და განაყოფიერების შემოწმება . ICSI კი წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროს ემბრიოლოგს თავად შეჰყავს მის მიერ ამორჩეული საუკეთესო მორფოლოგიური პარამეტრების მქონე სპერმატოზოიდის პრონუკლეუსი კვერცხუჯრედში. ICSI მეთოდს დიდი უპირატესობა გააჩნია მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის დროს.

კვერცხუჯრედების მისაღებად ქალბატონთან ტარდება საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია, რომლის პროტოკოლი ინდივიდუალურად დგინდება თითოეული პაციენტისთვის. საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაციის დროს აღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერებისას მიღებული ემბრიონების გაზრდა ხდება 2-3 დღემდე ან 5-6 დღემდე (ბლასტოცისტები). ემბრიოლოგი ყოველდღიურად აფასებს ემბრიონის/ემბრიონების განვითარებას და შესაბამის დღეს ხდება 1 ან 2 საუკეთესო ემბრიონის გადატანა ქალის საშვილოსნოს ღრუში. დანარჩენი ემბრიონები კი იყინება. ორსულობის დადგენა ხდება ემბრიონის/ემბრიონების გადატანიდან 10-12 დღეში.

ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების ინდექსი 36 წლამდე ქალბატონებში შეადგენს 65%-ს, ხოლო 36 წლის შემდეგ 40%-მდეა. კვერცხუჯრედის დონაციის შემთხვევაში კი აღწევს 80%-ს.

ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარება შეიძლება, სანამ არ დადგება სასურველი ორსულობა.