კვერცხუჯრედის დონაცია

egg-donation საკუთარი კვერცხუჯრედების არ არსებობის შემთხვევაში ქალებს ეძლევათ საშუალება ორსულობის მიღებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების საშუალებით.
კვერცხუჯრედის დონაციას რამდენიმე დადებითი მხარე გააჩნია, როგორიცაა, მეტი კვერცხუჯრედის მიღება და ხშირად დამატებითი ჯანმრთელი ემბრიონები კრიოკონსერვაციისთვის. გარდა ამისა, იმის გამო, რომ კვერცუჯრედების აღება ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალის ორგანიზმიდან ხდება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ კვერცხუჯრედებიდან განვითარდნენ ქრომოსომული ანომალიების მქონე ემბრიონები და ამასთან თვითნებური აბორტისა და თანდაყოლილი მანკების რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ამ პროცესამდე დონორმა უნდა გაიაროს დეტალური სამედიცინო შემოწმება. ეს ციკლი გრძელდება 3-6 კვირის განმავლობაში და იწყება რამდენიმე კვირის მანძილზე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებით, მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაციისათვის, შემდეგ კი გონადოტროპინების ინექციების სერიით, რაც ხელს უწყობს საკვერცხეებში მრავალი ფოლიკულის გაზრდას.
კვერცხუჯრედის დონაცია რეკომენდირებულია ქალებისთვის, რომლებიც დაიბადნენ საკვერცხეების გარეშე, არიან მენოპაუზაში, აქვთ საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი ან უტარდებათ ქიმიო- ან რადიოთერაპია.
ჩვენს კლინიკაში დონორული ციკლების ეფექტურობის მაჩვენებელი 80- 90%-ს აღწევს.