უშვილობის დიაგნოსტიკა

უშვილობის დიაგნოსტიკა საწყისი ნაბიჯია უშვილობის მკურნალობაში.

წყვილმა უნდა მიმართოს რეპროდუქციული პროფილის დაწესებულებას, როცა:

  • ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე ასაკის პაციენტებში;
  • ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების 6 თვის განმავლობაში 35 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში;
  • სკანდინავიური რეპროდუქციულ ცენტრში ხდება წყვილის კომპლექსური გამოკვლევა. ორსულობის მისაღებად საჭიროა:

  • ქალთან ოვულაციის არსებობა;
  • გამავალი მილები;
  • მამაკაცთან ფერტილური სპერმა.
  • ზემოთაღნიშნული ფაქტორების შესაფასებლად საკმარისია ერთი მენსტრუალური ციკლი. ამ სამი ფაქტორის გამოკვლევის შემდეგ შეგვიძლია, დავადგინოთ უშვილობის ძირითადი მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევები. 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებს ვურჩევთ საკვერცხის რეზერვის შეფასებას, ანატომიური დეფექტის არსებობისას – ჰისტერო/ლაპარასკოპიას, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე, სამკურნალო მიზნით; სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში – გენეტიკურ გამოკვლევებს.