ახალი დიაგნოსტიკური საშუალება აზოოსპერმიით გამოწვეული უშვილობის სამკურნალოდ

არაინვაზიური დიაგნოსტიკური ბიოქიმიური ტესტის საშუალებით შესაძლებელია იმის დადგენა, აზოოსპერმიის მქონე მამაკაცს შეუძლია თუ არა იყოლიოს შვილი ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარები ბიოქიმიის პროფესორ დიამანტისის ხელმძღვანელობით განმარტავენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ ახალ დიაგნოსტიკურ საშუალებას შეუძლია მრავალი მამაკაცი გაათავისუფლოს ოპერაციული პროცედურისგან, რომელიც ითვალისწინებს სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების შერჩევას მოგვიანებით ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში მათი გამოყენების მიზნით.

პროფესორმა დიამანტისმა თავის სამეცნიერო გუნდთან ერთად მოახერხა ორი ცილოვანი ბიომარკერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რომელი მამაკაცები ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიან სპერმატოზოიდებს და რა შემთხვევებში იქნება სპერმატოზოიდების შერჩევის პროცედურა მიზანშეწონილი. ამჟამად, ექიმისთვის ერთადერთი მეთოდი, რომლითაც დარწმუნდება სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობაში, არის ქირურგიული ოპერაცია სათესლე ჯირკვლებიდან ბიოფსიისთვის ნიმუშის ასაღებად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს გართულებები, როგორიცაა სათესლე ჯირკვლის ქსოვილის დაზინება ან ქრონიკული ტკივილი. ახალი დიაგნოსტიკური ტესტი განსაზღვრავს ორი ტიპის ცილის – ECM1 და TEX101 – მდებარეობას, რომლებიც ექიმისთვის სარწმუნო და მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, რათა მან ქირურგიული ჩარევა განახორციელოს. აზოოსპერია არის მდგომარეობა, რომელიც მამრობითი სქესის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ში გვხდება და გამოწვეულია თესლგამომტანი სადინარის ბუნებრივი დახშობით ან სპერმატოზიიდების სუსტი გამომუშავებით. ორივე ბიომარკერი ორივე შემთხვევაში თითქმის 100 % ზუსტია.

წყარო