ინოზიტოლი და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი: რა გავლენის მოხდენა შეუძლია კვებას ფერტილობაზე

B ვიტამინის შემცველ საკვებ დანამატს, ინოზიტოლს, მნიშვნელოვანი შედეგები აქვს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მქონე ქალების კლინიკურ მდგომარეობისა და ფერტილობის თვალსაზრისით, ამ სინდრომთან დაკავშირებული მეტაბოლური და რეპროდუქციული ცვლილებების კორექტირების უნარის გამო.

მეან-გინეკოლოგიის პროფესორის, მ. ბინის (საავადმყოფო Niguarda Ca’ Granda მილანში) ინფორმაციით, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის ინოზიტოლით მკურნალობა უნიკალურ შედეგებს გვიჩვენებს საკვერცხეების ფუნქციის თვალსაზრისით, აუმჯობესებს ინსულინემიასა და ჰორმონალურ პროფილს და ასევე ამცირებს ანდროგენების პერიფერიულ ეფექტს. ინოზიტოლი წარმოადგენს ბუნებრივ ინგრედიენტს, რომელიც გვხვდება უჯრედისის შემცველ საკვებში და შეიცავს ცხრა სტერეოიზომერს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიო-ინოზიტოლი და D-ქირო ინოზიტოლი. B ვიტამინების უმეტესობის მსგავსად, ინოზიტოლი წყალში იხსნება და ამის გამო ის არატოქსიკურია. ქალებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაორსულება, მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს მათი მენსტრუალური ციკლის დარეგულირებას, მამაკაცური ჰორმონების დონეების შემცირებასა და აკნეს შემცირებას. მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო ინოზიტოლის კომბინაციას შესანიშნავი შედეგები აქვს გაცხიმოვნების პრობლემების მქონე ქალებში ან იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტია. იმ შემთხვევაში, როცა ქალს სურს დაორსულება, მიო-ინოზიტოლს შეუძლია მისი საკვერცხეების ფუნქციის დარეგულირება ოვულაციის სტიმულირებითა და ქალის დაორსულებით. ინოზიტოლის საკვები დანამატის სახით გამოყენება ზრდის მგრძნობელობას ინსულინისადმი, მაგრამ ასევე აუმჯობესებს ოოციტების ხარისხს და ზრდის მათ რაოდენობას ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში საკვერცხეების სტიმულირების დროს ასაღებად.

წყარო