კვება და ფერტილობა

როგორც წესი, ქალები ფრთხილად ეკიდებიან კვების საკითხს დაორსულების შემდეგ, ცდილობენ არ მოიმატონ წონაში და ასევე იკვებონ სწორად და ჯანსაღად როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ბავშვისთვის. რა ხდება, როდესაც ქალების შემთხვევაშ რომლებიც დაორსულებას ცდილობენ? დაკავშირებულია თუ არა კვება ფერტილობასთან და თუ ეს ასეა, ეს მამაკაცებზეც და ქალებზეც ახდენს გავლენას თუ არა? რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ჩატარდა იტალიასა და აშშ-ში. კარგი ჯანმრთელობა აუცილებელი პირობაა ადამიანის ფერტილობისთვის. მეორეს მხრივ, ცუდი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს ფერტილობის დონეს ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. დაბალანსებული კვება უზრუნველყოფს ყველა ინგრედიენტს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის: ცილებს, ლითონებსა და ანტიოქსიდანტებს, ასევე საკმარისი რაოდენობის წყალს. ზოგიერთი ინგრედიენტი თავიდან უნდა იქნას აცილებული როგორც მამაკაცების, ასევე ქალები მიერ, ხოლო ზოგი ინგრედიენტი საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს ფერტილობაზე: გაუცხიმოვნებული რძის პროდუქტების ერთი პორციის დღიური მიღება წარმოადგენს კალციუმის წყაროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობისთვის; ტრანს-ჰიდროგენიზირებული ცხიმების (მარგარინები, ცხოველური ცხიმები და ცუდი ხარისხის მცენარეული ზეთების) შემცირება და მცენარეული ცხიმების მოხმარება; შაქრის, კოფეინისა და ალკოჰოლის, ასევე მოწევის შემცირება. ღვინის ზომიერ მიღებას დადებითი ეფექტი აქვს. როგორც ჩანს, ვერცხლისწყალი კავშირშია უშვილობასთან. ზოგიერთი მეცნიერი გვირჩევს მოვერიდოთ გარკვეული სახეობის თევზების მიღებას, როგორიცაა ხმალთევზა, თინუსი და ზღვის ქორჭილა, ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაციის გამო. თუთია და სელენიუმი ძალიან კარგია სპერმატოზოიდების მოძრაობისთვის. ისინი გვხვდება ზღვის პროდუქტებში, უცხიმო წითელი ხორცში და თხილში. ქალებს ასევე შეუძლიათ ფერტილობის დონის მომატება გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ ფოლიუმის მჟავის მიღებით. თუ ქალი ვეგეტარიანელია, შეიძლება საჭირო გახდეს საკვები დანამატის – B12ვიტამინის მიღება. სხეულის ნორმალური წონა ფერტილობის დონის მომატებისა და ჩასახვის გაადვილების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა. ჭარბწონიან ქალებს შეიძლება ჰქონდეთ უშვილობის პრობლემა, ესტროგენისა და ტესტოსტერონის შეფარდების ცვლილების გამო, ასევე საკვერცხეების პოლიკისტოზის შედეგად (რაც დაკავშირებულია ინსულინთან და სხვა ენდოკრინოლოგიურ დარღვევებთან).