ლაპაროსკოპიული ქირურგია ვარიკოცელეს ლიგირებისა და ფერტილობისთვის

ვარიკოცელე მამაკაცის უშვილობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ვარიკოცელე ვერაგი სამედიცინო მდგომარეობაა, რადგან ბევრ შემთხვევაში მას არ ახლავს სიმპტომები და შემთხვევების მხოლოდ 2-10%-ში აღინიშნება სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან გაღიზიანება. როგორც წესი, ეს აღინიშნება მარცხენა სათესლე ჯირკვალში და ყველა შემთხვევის 90%-ში სპერმატოზოიდების მოძრაობა შემცირებულია 20 მილ/მლ-ზე ნაკლებ დონემდე. კლინიკური გამოკვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია ვარიკოცელეს დიაგნოსტირებისთვის. თავდაპირველად ხდება სათესლე პარკის დათვალიერება სათესლე ჯირკვლევის ზომისა და სისხლძარღვების შესაძლო გაფართოების შესაფასებლად. სათესლე პარკის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ შეიძლება უფრო დეტალური მტკიცებულება უზრუნველყოს. ყველა მამაკაცს, რომელსაც ვარიკოცელეს დიაგნოზი აქვს დასმული, ასევე უნდა ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი, ანალიზი გლიკოზზე, მალუთეინიზებელი ჰორმონისა და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის კონტროლზე, ტესტოსტერონზე, პროლაქტინზე, ასევე თიროიდული და გონადოტროპინის გამომათავისუფლებელი ჰორმონის ანალიზი.

თუმცა, ლაპარასკოპიულ ქირურგიას ვარიკოცელეს ლიგირებისთვის შეიძლება საკმაოდ დადებითი შედეგები ჰქონდეს: სპერმის ხარისხი უშვილო მამაკაცებში შეიძლება 90%-ით იქნას გაუმჯობესებული ქირურგიული ჩარევიდან ორ თვეში. ის უსაფრთხო და სრულიად უმტკივნეულოა და პაციენტი მხოლოდ ერთი დღით რჩება საავადმყოფოში. რაც უფრო მალე მოხდება მისი ოპერირეაბა, მით უკეთესი შედეგები იქნება მიღებული, რადგან საქმე გვაქვს სპერმატოგენეზთან.