მონოგამია და ინტელექტი

არის თუ არა ურთიერთდაკავშირებული სქესობრივი პარტნიორის არჩევა და ინტელექტი? შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა ბუზი-დროზოფილას მონაწილეობით, რომელმაც გამოავლინა, რომ მონოგამიური მამრი ბუზები უფრო ჩლუნგები არიან, ვიდრე პოლიგამიურები!

მრავალი სახეობის მამრებს უწევთ არსებობა რთულ და კონკურენტულ სქესობრივ გარემოში, რომელიც მოიცავს როგორც კონკურენტ მამრებს, ასევე სხვადასხვა ხარისხისა და რეცეპტიულობის მდედრებს. ამგვარად, შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა, რომ სქესობრივი გადარჩევა ხელს უწყობს მამრებში კოგნიტიური უნარის განვითარებასა და შენარჩუნებას. ამის გამოსაკვლევად, პარტნიორის შერჩევა და კონკურენცია გამოირიცხა და ბუზი-დროზოფილების 100-ზე მეტი თაობა იძულების წესით მონოგამიის პირობებში არსებობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მონოგამიური მამრი ბუზები უფრო რთულად უმლავდებოდნენ მარტივ დავალებებს, არა მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, არამედ ასევე შემცირებულ იქნა ყნოსვის საშუალებით მათი სწავლის უნარი. შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ სქესობრივი გადარჩევა მნიშვნელოვანია მამრების კოგნიტიური უნარის განვითარებაში.

ასეთი შედეგის დემონსტრირების მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყოს გენების დრეიფითა და მუტაციებით ან იმით, რომ კოგნიტიური აქტივობა გამორიცხულია. სწავლის უნარი ძვირადღირებული ადაპტაციაა. ნარჩუნდება მხოლოდ სასარგებლო ადაპტაციები, დანარჩენები კი სუსტდება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მამრებში შემცირებული კოგნიტიური აქტივობა მისი შემცირებული ადაპტაციური ფასეულობის შედეგია მამრების კონკურენციისა და მდედრების არჩევანის არარსებობის პირობებში.

სრულიად გამორიცხულია ამ ტიპის კვლევის ჩატარება ადამიანებზე, რადგანაც ჩვენ არ ვართ მონოგამისტები მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვერ წარმოვიდგენთ, რომ იძულებით ვიყოთ ერთ ადამიანთან თაობების მანძილზე. შესაბამისად, სქესობრივი გადარჩევა ყოველთვის ხდება. საბედნიეროდ, ითვლება, რომ ტვინის ზომის განვითარებასა და შემეცნებაში სოციალური გარემოს სირთულე მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, ამ შედეგების საპირისპიროდ, უდაბლეს პრიმატებზე ჩატარებულმა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საპირისპირო სქესისთვის თავის მოწონება უფრო მაღალ გონებრივ განვითარებას საჭიროებს.

წყარო 1 2