საშვილოსნოს მიზეზით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობა

მოსახლეობაში უნაყოფობის დონე იზრდება იმის გამო, რომ ქალები მეტს მუშაობენ, გვიან მშობიარობენ, მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში თბილ ადგილებში სხედან, როგორც კაცებს, ასევე ქალებს აქვთ მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, რაც რეპროდუქციული სისტემის დარღვევებს იწვევს. ამ პირობებში უნაყოფობის პრობლემების მქონე ოჯახებისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარების მუდმივი საჭიროება არსებობს.
ინ-ვიტრო განაყოფიერება ეფექტურია, როდესაც პრობლემა მდგომარეობს კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის შეღწევაში. სამწუხაროდ, განაყოფიერებული ემბრიონი გამოუდეგარია, თუ ქალის საშვილოსნოს ენდომეტრიუმის გასქელება არ ხდება ემბრიონისმისაღებად, ან ქალს საშვილოსნო არ აქვს. ამგვარად, საშვილოსნოს მიზეზით გამოწვეული უნაყოფობის სამკურნალოდ განხორციელდა საშვილოსნოს გადანერგვა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში საშვილოსნოს დონაციის პროცესი წარმატებული ტრანსპლანტაციით, ორსულობითა და მშობიარობით დასრულდა.
მართალია, გადანერგილ საშვილოსნოში ადრეც მიუღიათ ორსულობა, მაგრამ დონორის საშვილოსნოს გამოყენებით ბავშვი არ დაბადებულა.
წინა ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებოდა გვამი დონორები, რადგანაც საშვილოსნოსთან ერთად შესაძლებელია დამატებითი დამხმარე ქსოვილისა და სისხლძარღვთა სისტემის გადანერგვა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ცოცხალი დონორის უკეთსია საშვილოსნოს დონაციისთვის. ამჟამად შვედეთში მიმდინარეობს კვლევა ცხრა პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც გადაუნერგეს მათი ცოცხალი ნათესავის საშვილოსნო. საშვილოსნოს ტრანსპლანტატის პირველი რეციპიენტი ემზადება ორსულობისთვის.