ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და წარმატებული ორსულობა ასპირინით მკურნალობით

34 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა სარა ბროდფილდმა, რომელსაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი ჰქონდა დასმული, მოახერხა დაორსულება ასპირინით მკურნალობის შემდეგ და მთელი ორსულობის განმავლობაში იღებდა მას. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია ჰიუზის სინდრომის სახელწოდებით, წარმოადგენს იმუნური სისტემის დარღვევას, რომელიც თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდას იწვევს. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე ორსულ ქალებში ასევე მომატებულია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკი, რომლის ზუსტი მიზეზები გაურკვეველია. დადგენილია, რომ ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ექვსიდან ერთი შემთხვევა და ასევე ღრმა ვენების თრომბოზის ექვსიდან ერთი შემთხვევა გამოწვეულია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით.
შვიდი წლის განმავლობაში სარას ინ-ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე ციკლი ჩაუტარდა და ორჯერ მოეშალა მუცელი. ამან უკიდურესად მძიმე და არასასიამოვნო გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე. გასული წლის ნოემბერში დაორსულების შემდეგ ექიმებმა მას ურჩიეს ყოველდღიურად 2 აბი ასპირინის მიღება, რადგანაც მათი აზრით მუცლის მოშლა სისხლის ზედმეტი „წებოვნებით” იყო გამოწვეული. თუმცა, ასპირინს შეუძლია ამის თავიდან აცილება სისხლის გათხევადებით. ინ-ვიტრო განაყოფიერების მესამე წარმატებული მცდელობა მისი საკუთარი გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებით იქნა განხორციელებული. ის ტყუპებზე იყო ორსულად, მაგრამ ორსულობის მიმდინარეობისას ექიმებმა სამწუხაროდ შეამჩნიეს, რომ მეორე ნაყოფი სათანადოდ არ ვითარდებოდა. თუმცა, მეორე ჯანმრთელი ბიჭი – ელფი დაიბადა გასული წლის სექტემბერში და 3.5 კგ იწონიდა. „ასპირინი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის თანამედროვე სასწაულივითაა”, აცხადებს ქ-ნი სარა.