ფერტილობის აღდგენა კიბოს შემდეგ

როგორც ცნობილია, კიბო და ქიმიო- და სხივური თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ფერტილობას. ტეხასელმა მეცნიერებმა ეს საკითხი თაგვებზე შეისწავლეს. ყველა უჯრედი დიფერენცირდება ღეროვანი უჯრედებისგან. ექსპერტებმა თაგვებზე ჩატარებული ცდების პროცესში აღმოაჩინეს სპერმატოზოიდების წინამორბედი უჯრედები, რომლებიც ახორციელებენ ცილის – PAX7 – ექსპრესიას. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში PAX7-მა მაღალი რეზისტენტობა გამოავლინა რეპროდუქტიული სისტემის მკურნალობაში. ამ უჯრედებმა შეიძლება წარმოქმნან ახალი სპერმატოზოიდები და ხელი შეუწყონ რეპროდუქტიული უნარის აღდგენას კიბოს შემდეგ. იმედია, რომ ამ ცდების შედეგები ადამიანებზეც გავრცელდება და შესაძლებელი გახდება ფერტილობის აღდგენია და მისი შენარჩუნების ახალი სტრატეგიების შემუშავება.