D ვიტამინის ნაკლებობა ორსულობის მიღების მაჩვენებლებს ამცირებს

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევისთანახმად,D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ემბრიონის გადატანაზე ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში. როგორც ჩანს, D ვიტამინის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის მიღების კლინიკურ მაჩვენებლებს. მეორეს მხრივ, მზის სხივებიდან ან საკვებიდან მიღებული D ვიტამინის მნიშვნელოვანმა დონემ შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს უშვილო ქალებზე, რომლებიც ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობენ. ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია D ვიტამინისა და ქალთა უშვილობის სამეცნიერო კვლევაში. ამჟამად, ტარდება ორი სამეცნიერო პროექტი 800 მონაწილით. კვლევის შედეგები უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის ამ პროცესში ჩართული ზუსტი მექანიზმების შესახებ.