Facebook და Apple თანამშრომელ ქალებს მათი კვერცხუჯრედების გაყინვას დაუფინანსებენ

ორი ტექნოლოგიური გიგანტი – Facebook და Apple თანამშრომელ ქალებს საკუთარი კვერცხუჯრედების გაყინვას დაუფინანსებენ, მათი რეპროდუქტიული ასაკის … გადასაწევად! კვერცხუჯრედების გაყინვა ქალებს საშუალებას მისცემს კონცენტრაცია მოახდინონ კარიერაზე და არ ინერვიულონ ბავშვის გაჩენაზე! ეს ორი კომპანია მზადაა 20.000 აშშ დოლარი გადაუხადოს თითოეულ თანამშრომელ ქალს, რომელიც ამგვარი ქმედებით თავის ერთგულებას დაუმტკიცებს დამსაქმებელს! დაფინანსების თანხა დამოკიდებულია პროცედურის მთლიან ღირებულებაზე, რაც შეადგენს დაახლოებით 10,000 აშშ დოლარს კვერცხუჯრედების გაყინვის თითო ციკლში და კვერცხუჯრედების შენახვის ყოველწლიური გადასახადს 500 დოლარის ოდენობით. ასაკის მატებასთან ერთად წარმატებული ორსულობის შანსი იკლებს. კვერცხუჯრედების კონსერვაცია ქალებს საშუალებას მისცემს გააჩინონ შვილები უფრო გვიან და შეამცირონ პოტენციური დაბრკოლებები საკუთარი უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელი კვერცხუჯრედების გამოყენებით. დილემა „კარიერა თუ ოჯახი“ წარსულს ჩაბარდა!