აი-ვი-ეფ ჯორჯია, რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი
სრულ ციკლში მიღებული და გაყინული ემბრიონის გამოლღობა და გადატანა საშვილოსნოს ღრუში
გაყინული ემბრიონის გადატანა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ნაწილია, რომელიც გულისხმობს ინ-ვიტრო განაყოფიერების სრული ციკლის შედეგად მიღებული და გაყინული ემბრიონის/ემბრიონების გამოლღობას და გადატანას ქალის საშვილოსნოს ღრუში.
ინ-ვიტრო განაყოფიერებისას მიღებული ემბრიონის/ემბრიონების გაზრდა, და, საჭიროების შემთხვევაში, გაყინვა ხდება მათი განვითარების მე-2-3 ან მე-5-6 დღეს. 5-6 დღიან ემბრიონებს ბლასტოცისტები ეწოდება.
ქალის საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მომზადებას გაყინული ემბრიონის/ემბრიონების გადასატანად საშუალოდ სჭირდება 2-4 კვირა.
ორსულობის მიღების სიხშირე თანაბარია, როგორც, გაყინულ, ასევე, IVF ციკლში.
ორსულობის დადგენა ხდება ემბრიონის/ემბრიონების გადატანიდან 10-12 დღეში.