აი-ვი-ეფ ჯორჯია, რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი
IVF Georgia-ს ისტორიაში არსებული უნიკალური შემთხვევები
IVF Georgia-ს მიმართა წყვილმა უნაყოფობის დიაგნოზით. ქალთან - აშერმანის სინდრომი (საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების არსებობა). მამაკაცთან - მძიმე ოლიგოსპერმია.
წინასწარი გამოკვლევების შემდეგ დაიგეგმა IVF-ICSI პროცედურა და ემბრიონების გადატანა სუროგატ დედასთან. ქალთან საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციის შედეგად მიღებულ იქნა 6 კვერცხუჯრედი. მამაკაცთან ეაკულაციის პრობლების გამო ბიოლოგიური მასალის მიღება ვერ მოხერხდა. დაიგეგმა TESA (სპერმატოზოიდების ასპირაცია სათესლე ჯირკვლიდან) მომდევნო თვეს. კვერცხუჯრედები გაიყინა.
TESA-ს შედეგად მივიღეთ 4 მოძრავი სპერმატოზოიდი. ემბრიოლოგმა გამოალღო გაყინული კვერცხუჯრედები, გაანაყოფიერა ICSI-ის მეთოდით. მიღებულ იქნა 4 სამდღიანი ემბრიონი. სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადავიტანეთ 2 ემბრიონი. 2 ემბრიონი კი გაიყინა.
ემბრიონების გადატანიდან 12 დღეში beta-hCG 328 mIU/ml!
შემდეგ კი - ექოსკოპიურად დადასტურებული პროგრესული ორსულობა!
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი: ნანა კვერნაძე;
ემბრიოლოგი: თამარ დვალი;
ანდროლოგი: ალეკო ხელაია.