PGD/PGS

PGD/PGS ემბრიონის გენეტიკური კვლევის მეთოდებია

სუროგაცია

IVF Georgia-ში ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატების ინდექსი სუროგატი დედის ჩართვით აღწევს 80%-ს

სუროგაცია

სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დამატებითი სერვისია მესამე პირის ჩართულობით, რომლის საშუალებით მრავალ ქალს მიეცა  დედობის შანსი. სუროგატი დედის საშვილოსნოში ხდება სხვა ქალის  კვერცხუჯრედისგან მიღებული ემბრიონის გადატანა, რომელიც იმყოფება განვითარების მე-2-3 ან მე-5-6 დღის სტადიაზე. 


ინ-ვიტრო განაყოფიერების მკურნალობაში სუროგატი დედის  ჩართვა ნაჩვენებია ქალის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების გამო, როდესაც ორსულობა და/ან მშობიარობა შეუძლებელია ან მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის მომცველი:

  • საშვილოსნოს არარსებობა ოპერაციული  ჩარევის გამო (ჰისტერექტომია/ საშვილოსნოს ექსტირპაცია);
  • საშვილოსნოს თანდაყოლილი არარსებობა (როკიტანსკის სინდრომი)/ ან მისი განვითარების პათოლოგია;
  • საშვილოსნოს ენდომეტრიუმში შეხორცებების არსებობა (აშერმანის სინდრომი);
  • საშვილოსნოზე მრავლობითი მიომური კვანძი, რომელიც საფრთხეს უქმნის ორსულობის მიმდინარეობას;
  • სომატური დაავადებები, რომელთა დროს ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს (სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები);
  • რამდენიმე წარუმატებელი ინ-ვიტრო განაყოფიერების მცდელობა;
  • ორსულობის მრავალჯერადი თვითნებითი შეწყვეტა;

სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არ არსებობს გენეტიკური კავშირი, ვინაიდან ემბრიონი მიღებულია სხვა ქალის კვერცხუჯრედიდან.


ინ-ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროცესში სუროგატი დედის ჩართვამდე მას უტარდება შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები. სუროგატი დედის ჩართვა შესაძლებელია როგორც IVF ციკლში, ასევე, კრიოციკლში. 


ემბრიონის/ემბრიონების გადატანიდან 12 დღეში ხდება ორსულობის დადგენა.
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.