TESA/TESE

TESA/TESE ყველაზე გავრცელებული მეთოდებია სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მისაღებად აზოოსპერმიის შემთხვევაში

TESA/TESE

სპერმატოზოიდების ასპირაცია/ ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლებიდან (Testicular Sperm Aspiration/ Extraction (TESA/TESE)) - პროცედურაა, რომელიც განკუთვნილია მამაკაცებისთვის აზოოსპერმიით (აზოოსპერმია ნიშნავს ეაკულატში სპერმატოზოიდების არ არსებობას). TESA/TESE ტარდება ვენური ანესთეზიის ქვეშ.


აღნიშნული პროცედურის დროს, სათესლე ჯირკვლიდან აღებულ ასპირატს/ ქსოვილს ემბრიოლოგი ამოწმებს მიკროსკოპის ქვეშ და ახდენს სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების ექსტრაქციას. მიღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება კვერცხუჯრედების გასანაყოფიერად ICSI-ის მეთოდით. TESA/TESE-ს ჩატარება ნაჩვენებია მამაკაცებში აზოსპერმიით, ასთენოსპერმია/ნეკროსპერმიით (ეაკულატში უმოძრაო სპერმატოზოიდების არსებობა), ეაკულაციის პრობლემით ან წარსულში ვაზექტომიით (მამაკაცის სტერილიზაცია).
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.