TESA/TESE

TESA/TESE ყველაზე გავრცელებული მეთოდებია სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მისაღებად აზოოსპერმიის შემთხვევაში

უშვილობის დიაგნოსტიკა

უშვილობის დიაგნოსტიკა გადამწყვეტია უშვილობის მკურნალობის სწორად წარმართვაში!

უშვილობის დიაგნოსტიკა

უშვილობის დიაგნოსტიკა საწყისი ნაბიჯია უშვილობის მკურნალობაში.
წყვილმა უნდა მიმართოს რეპროდუქციული პროფილის დაწესებულებას, როცა:

  • ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი  სქესობრივი ცხოვრების 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე ასაკის ქალბატონებში;
  • ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი  სქესობრივი ცხოვრების 6 თვის განმავლობაში 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებში;

სკანდინავიურ რეპროდუქციულ ცენტრში ხდება წყვილის კომპლექსური გამოკვლევა. ორსულობის მისაღებად საჭიროა:  

  • ქალთან ოვულაციის არსებობა;
  • გამავალი მილები; 
  • მამაკაცთან ფერტილური სპერმა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების შესაფასებლად საკმარისია ერთი მენსტრუალური ციკლი; ამ სამი ფაქტორის გამოკვლევის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ უშვილობის ძირითადი მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევები. 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებს ვურჩევთ საკვერცხის რეზერვის შეფასებას, ანატომიური დეფექტის არსებობისას - ჰისტერო/ლაპარასკოპიას, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე, სამკურნალო მიზნით; სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში - გენეტიკურ გამოკვლევებს.
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.