FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები | IVF Georgia

რამდენად ეფექტურია ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდი ?

ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდის ეფექტურობაში გადამწყვეტი ფაქტორებია ქალის ასაკი, საკვერცხის რეზერვი და უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი. ეფექტურობის მაჩვენებელი ასაკის მიხედვით მერყეობს 10%-დან 65% -მდე. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ინ-ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის პროცესში დონორის ან სუროგატის ჩართვით წარმატების ინდექსი 80%-აც კი აღწევს.

განსხვავდებიან თუ არა ინ-ვიტრო განაყოფიერების/ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის მეთოდით დაბადებული ბავშვები სპონტანური ორსულობის შედეგად გაჩენილი ბავშვებისგან?

ამ სფეროში განხორციელებული მრავალრიცხოვანი კვლევები არ ადასტურებს თანდაყოლილი პათოლოგიების ზრდას ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დაბადებულ ბავშვებში, სპონტანური ორსულობების შედეგად გაჩენილ ბავშვებთან შედარებით.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინ-ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობას?

ინ-ვიტრო განაყოფიერების ყველაზე ხშირი გართულებაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს მდგომარეობა გამოწვეულია სისხლძარღვთა გამტარიანობის ზრდით და სითხის გადინებით ე.წ. „მესამე სივრცეში“ – მუცლის ღრუში, ფილტვებში, პერიკარდიუმში და სისხლის შედედების დარღვევებით.


საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია, რომელიც მრავალი კვერცხუჯრედის მისაღებად არის  საჭირო, წარმოადგენს ფიზიოლოგიური ოვულაციის მიზანმიმართულ შეცვლას, რომლის დროსაც ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება.
გართულებები, რომლებიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, საკმაოდ იშვიათია – 0.2-1.1%. მათ მიეკუთვნება: სისხლდენა, მცირე მენჯის ორგანოთა დაზიანება, საკვერცხის შემოგრეხვა ან აპოპლექსია (გახეთქვა).

ახდენს თუ არა გავლენას ჰიდროსალპინქსი (ინფექციით გამოწვეული სითხის დაგროვება ფალოპის მილში) ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგებზე?

ჰიდროსალპინქსი უარყოფითად მოქმედებს ინ-ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე, კერძოდ კი, 50%-ით აქვეითებს ორსულობის მიღების შანსს. ის შეიძლება ტოქსიურად ან მექანიკურად მოქმედებდეს საშვილოსნოში გადატანილ ემბრიონებზე. ამიტომაც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, მკურნალობის დაწყებამდე ლაპარასკოპიის გზით მოიცილონ საშვილოსნოს პრობლემური მილი.

ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურის რომელი დღიდან იწყება ორსულობის პერიოდის ათვლა?

სპონტანური ორსულობის შემთხვევაში სამეანო ვადის ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. ინ-ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობისას, ემბრიონის გადატანის დღე ან საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების დღე ორი კვირის ორსულობად ითვლება.

რა გავლენას ახდენს საკვერცხეების მრავალჯერადი კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია საკვერცხის მდგომარეობაზე?

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული კვლევებით არ დასტურდება  საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდის ტენდენცია და არც სხვა რაიმე უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე.

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.