გაყინული ემბრიონების გადატანა (FET)

სრულ ციკლში მიღებული და გაყინული ემბრიონის გამოლღობა და გადატანა საშვილოსნოს ღრუში

კვერცხუჯრედების/სპერმის კრიოპრეზერვაცია

სპერმის/ კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაცია შვილოსნობის შემანარჩუნებელი მეთოდია

კვერცხუჯრედების/სპერმის კრიოპრეზერვაცია

კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაცია - ფერტილობის შემანარჩუნებელი მეთოდია, რომელსაც აქვს თავისი სამედიცინო და სოციალური ჩვენებები.


საკმარისი რაოდენობის კვერცხუჯრედების  მისაღებად სასურველია საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციის ჩატარება, რომლის შემდეგ, ასპირაციისას მიღებული კვერცხუჯრედები იყინება ვიტრიფიკაციის მეთოდით და ინახება განუსაზღვრელი ვადით. მიღებული კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ქალბატონის ასაკსა და საკვერცხის რეზერვზე. სასურველ დროს შესაძლებელია გაყინული კვერცხუჯრედების გამოლღობა, განაყოფიერება პარტნიორის სპერმით და მიღებული ემბრიონის/ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში.


კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაცია მოწოდებულია ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის კურსის გავლამდე. სოციალური მიზეზებიდან აღსანიშნავია პირველი ორსულობის დაგეგმარება გვიან რეპროდუქციულ ასაკში. კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაცია სასურველია მოხდეს 35 წლამდე, იმისთვის რომ, ინ-ვიტროს განაყოფიერების  წარმატების ინდექსი იყოს უფრო მაღალი.


სპერმის კრიოპრეზერვაცია ნიშნავს სპერმის გაყინვას და შენახვას შემდგომი გამოყენებისთვის. გაყინვამდე სპერმის ნიმუში მოწმდება ემბრიოლოგის მიერ. სპერმის კრიოპრეზერვაციას ხშირად მიმართავენ მამაკაცები ისეთი მკურნალობის ჩატარებამდე, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ შვილოსნობაზე, მაგალითად  ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. 


სპერმის კრიოპრეზერვაცია შვილოსნობის შემანარჩუნებელი პროცედურაა. გაყინული სპერმა ინახება განუსაზღვრელი დროით.
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.