კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

IVF Georgia-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს კომპანიის კლიენტთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვასა და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას. კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში იხილავთ, თუ რა ინფორმაცია შეიძლება, მოგვეწოდოს თქვენგან. დოკუმენტი ასახავს, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ.

 

ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ, მათ შორის, მესამე პირებისგან, არის:

  • სახელი, გვარი;

  • სქესი;

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  • ტელეფონის ნომერი;

  • დაბადების თარიღი;

  • სამსახურის ტელეფონის ნომერი;

  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი

  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო

  • IP მისამართი

  • ნებისმიერი შევსებული ფორმიდან თუ გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია; სხვა

  • საკომუნიკაციო ინფორმაცია

 

შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში:

  • თქვენთან დასაკავშირებლად

  • ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გასაუმჯობესებლად

  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გაზიარებულ იქნას მესამე პირთან, არ იქნება თქვენი მაიდენტიფიცირებელი. ინფორმაცია იქნება მხოლოდ სტატისტიკური ხასიათის.  

 

ბმულების გამოყენება

  • ბმულების გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

  • ბმულები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

  • ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გვეხმარება ვებ გვერდის ფუნქციონალის გაუმჯობესებასა და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.

  • თუ არ გსურთ თქვენი ბმულების ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი „ბრაუზერის“ მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბმულების წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა, არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ მისი ყველა ფუნქციით.

 

ინფორმაციის გამჟღავნება

ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან/და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან/და ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. 

 

კომუნიკაციის არხები

შეგვიძლია, დაგეკონტაქტოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ან/და ჩვენს მიერ მოძიებული ნებისმიერი ინფორმაციის საშუალებით. 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.