საინტერესო შემთხვევები

IVF Georgia-ს ისტორიაში არსებული უნიკალური შემთხვევები

საინტერესო შემთხვევები

IVF Georgia-ს მიმართა წყვილმა უნაყოფობის დიაგნოზით. ქალთან -  აშერმანის სინდრომი (საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების არსებობა).  მამაკაცთან - მძიმე ოლიგოსპერმია. 

 

წინასწარი გამოკვლევების შემდეგ დაიგეგმა IVF-ICSI პროცედურა და ემბრიონების გადატანა სუროგატ დედასთან. ქალთან  საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციის შედეგად მიღებულ იქნა 6 კვერცხუჯრედი. მამაკაცთან ეაკულაციის პრობლების გამო ბიოლოგიური მასალის მიღება ვერ მოხერხდა. დაიგეგმა TESA (სპერმატოზოიდების ასპირაცია სათესლე ჯირკვლიდან) მომდევნო თვეს. კვერცხუჯრედები გაიყინა.

 

TESA-ს შედეგად მივიღეთ 4 მოძრავი სპერმატოზოიდი. ემბრიოლოგმა გამოალღო გაყინული კვერცხუჯრედები, გაანაყოფიერა ICSI-ის მეთოდით.  მიღებულ იქნა 4 სამდღიანი ემბრიონი. სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადავიტანეთ 2 ემბრიონი. 2 ემბრიონი კი გაიყინა.

 

ემბრიონების გადატანიდან 12 დღეში beta-hCG 328 mIU/ml! 

შემდეგ კი - ექოსკოპიურად დადასტურებული პროგრესული ორსულობა!

   

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი: ნანა კვერნაძე;
ემბრიოლოგი: თამარ დვალი;
ანდროლოგი: ალეკო ხელაია.

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.