საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) უნაყოფობის მკურნალობის მეთოდია, რომელიც გულისხმობს დამუშავებული სპერმის შეყვანას ქალის საშვილოსნოს ღრუში

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) უნაყოფობის მკურნალობის მეთოდია, რომელიც გულისხმობს დამუშავებული სპერმის შეყვანას ქალის საშვილოსნოს ღრუში

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (სში)- უშვილობის მკურნალობის მეთოდია, რომელიც გულისხმობს ქალბატონის საშვილოსნოში სტერილური კათეტერის მეშვეობით მეუღლის ან დონორის დამუშავებული სპერმის შეყვანას მენსტრუალური ციკლის გარკვეულ დღეს. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ქალის ორგანიზმში, კერძოდ, ფალოპის მილში, უნდა მოხდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერება საშვილოსნოს ღრუში შეყვანილი სპერმატოზოიდების მიერ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ჩარევის ყველაზე ხშირი მიზეზი  არის სპერმატოზოიდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების ზომიერი შემცირება, ქალის უშვილობა გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ფაქტორით, ან უშვილობა დაუდგენელი გენეზის. სში-ის ჩატარება შესაძლებელია როგორც ბუნებრივ ციკლში (სტიმულაციის გარეშე), ასევე, საკვერცხეების ზომიერი სტიმულაციის დროს ანტი-ესტროგენებით ან გონადოტროპინებით (მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ფოლიკულის ზრდას).
სში-ის წარმატების ინდექსი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად:

  • ქალის ასაკი;
  • ციკლის ტიპი (ბუნებრივი თუ სტიმულირებული);
  • სპერმის ხარისხი;
  • უნაყოფობის ხანგრძლივობა;

40 წლამდე ქალბატონებში წარმატების ინდექსი შეადგენს დაახლოებით 10-15 %-ს, 41 წლის ქალბატონებში – 5%-ს, ხოლო 42 წლის ქალბატონებში – 5%-ზე ნაკლებს.
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.