სერვისები

აი-ვი-ეფ ჯორჯია, რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი

კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაციის წყალობით დედობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში!

კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაცია ნიშნავს სხვა ქალის (დონორის) კვერცხუჯრედის გამოყენებას ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის საკუთარი კვერცხუჯრედების არ არსებობის შემთხვევაში. ამ ჩარევის საშუალებით ქალებს ეძლევათ რეალური შანსი ორსულობის მიღებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების.  
კვერცხუჯრედის დონაციას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მაგალითად: კარგი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის  კვერცხუჯრედების მიღება, და, შესაბამისად,  ხშირად დამატებითი ჯანმრთელი ემბრიონების არსებობა კრიოპრეზერვაციისთვის. რადგან კვერცუჯრედების აღება ხდება ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალის ორგანიზმიდან, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ამ კვერცხუჯრედებიდან განვითარდნენ ქრომოსომული ანომალიების მქონე ემბრიონები, შესაბამისად, შემცირებულია  თვითნებითი აბორტებისა და თანდაყოლილი მანკების რისკი.
ამ პროცესამდე დონორმა უნდა გაიაროს დეტალური სამედიცინო შემოწმება. შემდეგ კი დონორს ენიშნება საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია გონადოტროპინებით. სტიმულაცია იწვევს საკვერცხეებში მრავალი ფოლიკულის გაზრდას.
კვერცხუჯრედის დონაციის  ჩვენებებს მიეკუთვნება:

  • საკვერცხეების ნაადრევი განლევა;
  • საკვერცხის/ საკვერცხეების დაკარგვა ქირურგიული ჩარევის დროს (ორმხრივი ოოფორექტომია);
  • გვიანი რეპროდუქციული ასაკი/ საკვერცხის შემცირებული რეზერვი/ მენოპაუზა;
  •  ქალის გენეტიკური პათოლოგიების მემკვიდრეობითი გზით გადაცემის თავიდან აცილება;
  • გონადების დისგენეზია (განვითარების თანდაყოლილი დეფექტი)/ საკვერცხეების თანდაყოლილი არ არსებობა (აპლაზია);
  • ინ-ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რომელიც განპირობებულია კვერცხუჯრედების დაბალი ხარისხით;
  • ჩატარებული სხივური ან ქიმიოთერაპიით მკურნალობა;

ჩვენს კლინიკაში დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებით ციკლების ეფექტურობის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.
 

ოპერაციის შესრულების დროს დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.