ჩვენ შესახებ

babyჩვენი კლინიკის მიზანია ჩვენი პაციენტების უზრუნველყოფა უშვილობის პროგრესული დიაგნოსტიკითა და წარმატებული მკურნალობით. ჩვენ ვართ საიმედო სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იყენებს უშვილობის მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს ჩვენი პაციენტების საჭიროებების შესაბამისად. ჩვენი ცენტრის დახვეწილი ინ-ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ უშვილობის კომპლექსური მკურნალობა

ხელოვნური განაყოფიერება სტანდარტული ინსემინაციით (IVI), ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), სპერმით საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI), ემბრიონის/სპერმის გაყინვა, სპერმის ანალიზი და ა.შ. ჩათვლით. ჩვენი მეთოდიკა ფოკუსირებულია უშვილობის ინდივიდუალიზირებულ მკურნალობაზე. წარმატებით ვუმკურნალეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის უცხოელ პაციენტებს. 2011 წლისთვის, ჩვენს კლინიკაში ორსულობის მიღების მაჩვენებელი 29% შეადგენდა (საშუალო მაჩვენებელი ევროკაშირის ქვეყნებში), ხოლო 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 35%-ს მიაღწია. ჩვენ გვჯერა ჩვენს პაციენტებთან უშუალო და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის და სათანადო დროს ვუთმობთ თითოეულ წყვილს. ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტებს ჩვენთან არსებული ყველა ხელმისაწვდომი ტექნოლოგია შეთავაზოთ ხელმისაწვდომ ფასად, მკურნალობის ხარისხის გაუარესების გარეშე. ჩვენი სპეციალიზაციის სფეროა პროგრესული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, როგორიცაა, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, გაყინული ემბრიონის გადატანა, სუროგაცია, კვერცხუჯრედის დონაცია. დაგეგმეთ პირველი კონსულტაცია ჩვენს რეპროდუქტოლოგთან და აიხდინეთ შვილის ყოლის ოცნება.