კლინიკა

baby ჩვენი კლინიკის მიზანია პაციენტების უზრუნველყოფა უშვილობის პროგრესული დიაგნოსტიკითა და წარმატებული მკურნალობით. ჩვენ ვართ საიმედო სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იყენებს უშვილობის მკურნალობის სხვადასხვა საშუალებას ჩვენი პაციენტების საჭიროებების შესაბამისად. ჩვენი ცენტრის დახვეწილი ინ-ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ უშვილობის კომპლექსური მკურნალობა
ჩვენი მეთოდიკა მიმართულია უშვილობის ინდივიდუალიზირებულ მკურნალობაზე. ჩვენ გვჯერა ჩვენს პაციენტებთან უშუალო და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის და სათანადო დროს ვუთმობთ თითოეულ წყვილს. ჩვენთან წარმატების ინდექსი 35 წლამდე შეადგენს 65%-ს, ხოლო 35 წლის ზემოთ – 40%-ს.დონაცია/ სუროგაციის ციკლებში კი აღწევს 90%-ს. ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტებს ჩვენთან არსებული ყველა ხელმისაწვდომი ტექნოლოგია შევთავაზოთ ხელმისაწვდომ ფასად, მკურნალობის ხარისხის გაუარესების გარეშე. ჩვენი სპეციალიზაციის სფეროა პროგრესული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, როგორიცაა, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, გაყინული ემბრიონის გადატანა, სუროგაცია, კვერცხუჯრედის დონაცია. დაგეგმეთ პირველი კონსულტაცია ჩვენს რეპროდუქტოლოგთან და აიხდინეთ შვილის ყოლის ოცნება.