გადანერგილი საშვილოსნოდან დაბადებული პირველი ბავშვი – გარღვევა მედიცინაში

36 წლის ქალს რომელიც დაიბადა საშვილოსნოს გარეშე მიეცა საშუალება გამხდარიყო დედა მას შემდეგ რაც მას გადაუნერგეს მისი 60 წლის მეგობრის საშივლოსნო.
ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი The Lancet -ის ინფორმაციის თანახმად ბავშვი დაიბადა სექტემბერში ნაადრევად და იწონიდა 1,8 კგ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საშვილოსნოს არმქონე ქალის ორგანიზმმა მიიღო გადანერგილი საშვილოსნო, რის შედეგადაც მან ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ცნობილია, რომ დედის საკვერცხეები ფუნქციონირებდა. ამ დრომდე საშვილოსნოს არმქონე ქალებისთვის ერთადერთ გამოსავალს სუროგაცია წარმოადგენდა. ქალებში საშვილოსნოს ამოკვეთის გავრცელებული მიზეზებია თანდაყოლილი დეფექტები და კიბო.
გოტებერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საშვილოსნოს გადანერგვამდე პაციენტს ჩაუტარდა ხელოვნური განაყოფიერება. მიღებულ და გაყინულ იქნა 11 ემბრიონი. საშვილოსნოს დონორი იყო წყვილის 61 წლის მეგობარი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაუდგა მენოპაუზა. ემბრიონის გადატანა განხორციელდა საშვილოსნოს გადანერგვიდან და მედიკამენტურიმკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ, რათა თავიდან აცილებული ყოფილიყო საშვილოსნოს მოცილება ქალის იმუნური სისტემის მიერ. ბავშვი ნაადრევად დაიბადა ორსულობის დაახლოებით 32-ე კვირას მას შემდეგ, რაც დედას განუვითარდა პრეეკლამფსია, ხოლო ბავშვს – ნორმიდან გადახრილი გულის ცემა.