დელავერის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით, ცილების მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ინ-ვიტრო განაყოფიერებით ორსულობის მიღების მაჩვენებლები

დელავერის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მცირემასშტაბიანი კვლევის პროექტი 120 ქალის მონაწილეობით, რომლებიც ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობენ, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ცილების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წარმატებული მკურნალობის უფრო მაღალი მაჩვენებლები. მონაწილეთა კვების რაციონის მიხედვით, ქალებში, რომლებიც ცილებს იღებდნენ მათი დღიური მოხმარებული კალორიების მინიმუმ 25% ოდენობით, ორსულობის მიღების მაჩვენებელი 67% აღწევდა. შესაბამისად, ქალებში, რომლებიც ცილებს იღებდნენ მათი დღიური მოხმარებული კალორიების 25%-ზე ნაკლები ოდენობით, ორსულობის მიღების მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო და შეადგენდა 32%. ნახშირწყლების უფრო დაბალი დღიური მოხმარება (40%-ზე ნაკლები) ორსულობის მიღების უფრო მაღალ მაჩვენებლებს იწვევს. მონაწილეთა ორივე ჯგუფს ერთი და იგივე სხეულის მასის ინდექსი ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ინდივიდუალურ კვების რაციონში ცილების შემცველობის გავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ორსულობის მიღების მაჩვენებლებისა და ემბრიონების ხარისხის თვალსაზრისით. არასათანადო კვების რაციონის, კერძოდ, ცუდი ხარისხის ნახშირწყლების, როგორიცაა, შემწვარი კარტოფილი და ჩიფსები, ზემოქმედება ფერტილობის შემცირებაზე უკვე არაერთი კვლევის საგანი გახდა. ხილი, ბოსტნეული და მჭლე ხორცი უკეთესი ხარისხის სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების გამომუშავებას უწყობს ხელს.

წყარო