წინასაიმპლანტაციო გენეტიკური დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უსაფრთხოა ნაყოფისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის განმავლობაში

ბრიუსელის ღია უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკამ, რომელიც ყოველწლიურად წინასაიმპლანტაციო გენეტიკური დიაგნოსტიკის 600-ზე მეტ ციკლს ატარებს, წარმოადგინა მონაცემები ჯამში 995 ახალშობილის შესახებ, რომლებიც დაიბადნენ 1993-2008 წლებში ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად და ასევე გაიარეს წინასაიმპლანტაციო გენეტიკური დიაგნოსტიკის კონტროლი. შედეგები გვიჩვენებს, რომ ემბრიონის ბიოფსია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ემბრიონის ან ახალშობილის ჯანმრთელობაზე და პოტენციურ მშობლებს არ ექნებათ შიში თავიანთი შვილის ჯანმთელობასთან დაკავშირებით. წინასაიმპლანტაციო გენეტიკური დიაგნოსტიკა მემკვიდრეობითი დაავადებების, როგორიცაა კისტური ფიბროზი ან სხვა, გამოვლენის უსაფრთხო მეთოდია უშვილობის მკურნალობის შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან სამი დღის შემდეგ მიღებული ემბრიონი მხოლოდ 8 უჯრედისგან შედგება. ეს არის ეტაპი, რომლის განმავლობაშიც ემბრიოლოგებს შეუძლიათ ერთი უჯრედის ამოღება და ასზე მეტ გენეტიკურ დაავადებაზე შემოწმება. თუ ემბრიონი ჯანმრთელია, ხდება მისი გადატანა საშვილოსნოში.

წყარო