ქალების ფერტილობა კავშირშია ბუნებრივ ანტიოქსიდანტ სელენთან

სელენის უნიკალური ანტიოქსიდანტური თვისებები პირველად იქნა მეცნიერულად დადასტურებული ადელაიდას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. ქიმიისა და ფიზიკის სკოლის მკვლევარმა, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა, მელანი ცეკომ, კვლევა ჩაატარა თავისი სადოქტორო დისერტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც იკვლევდა სელენის როლსა და მდებარეობას ქალის საკვერცხეებში, სელენის შემცველ საკვერცხეებთან ერთად. შედეგები ადასტურებს, რომ სელენს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელ საკვერცხეში ფოლიკულების განვითარებისთვის, კვერცხუჯრედების გამომუშავებისთვის. ქალბატონი სეკოს განცხადებით, „სელენი წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე მიკროელემენტს, რომელიც გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები და თხილი. ბრაზიულ თხილში სელენის შემცველობა ყველაზე მაღალია. ის მნიშვნელოვანია მრავალი ბიოლოგიური ფუნქციისთვის, როგორიცაა იმუნური რეაქცია, ფარისებრი ჯირკვლის გამომუშავება და მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს რა ორგანიზმში საზიანო ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ სელენი მნიშვნელოვანია მამაკაცის ფერტილობისთვის, მაგრამ ამ დრომდე არავის ჩაუტარებია კვლევა, თუ როგორ შეიძლება ამ ელემენტის გამოყენება ქალებში ჯანმრთელი რეპროდუქციისთვის”. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ნამდვილად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, იმის გათვალისწინებით, რომ დეტალურად იქნა განსაზღვრული სელენის მდებარეობა საკვერცხეში და მეცნიერების ყურადღება მიპყრობილ იქნა სელენოპროტეინზე GPX1. ჯანმრთელი საკვერცხეებიდან მიღებულ ფოლიკულებში სელენისა და სელენოპროტეინის დონეები მომატებულია და ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ფოლიკულების განვითარებისას ანტიოქსიდანტის სახით.