TESA/TESE ყველაზე გავრცელებული მეთოდებია სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მისაღებად აზოოსპერმიის შემთხვევაში
სრულ ციკლში მიღებული და გაყინული ემბრიონის გამოლღობა და გადატანა საშვილოსნოს ღრუში
გაყინული ემბრიონის გადატანა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ნაწილია, რომელიც გულისხმობს ინ-ვიტრო განაყოფიერების სრული ციკლის შედეგად მიღებული და გაყინული ემბრიონის/ემბრიონების გამოლღობას და გადატანას ქალის საშვილოსნოს ღრუში.
ინ-ვიტრო განაყოფიერებისას მიღებული ემბრიონის/ემბრიონების გაზრდა, და, საჭიროების შემთხვევაში, გაყინვა ხდება მათი განვითარების მე-2-3 ან მე-5-6 დღეს. 5-6 დღიან ემბრიონებს ბლასტოცისტები ეწოდება.
ქალის საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მომზადებას გაყინული ემბრიონის/ემბრიონების გადასატანად საშუალოდ სჭირდება 2-4 კვირა.
ორსულობის მიღების სიხშირე თანაბარია, როგორც, გაყინულ, ასევე, IVF ციკლში.
ორსულობის დადგენა ხდება ემბრიონის/ემბრიონების გადატანიდან 10-12 დღეში.